თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამომადგენლებმა 20 ოქტომბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდისა და წირქვალის სკოლის მოსწავლეებისათვის სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს. კონკურსის მონაწილე, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძების მიზანი და პროექტის ძირითადი ინოვაციური მხარე, ქიმიის, როგორც მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, სკოლის მოსწავლეებისთვის გაცნობის პირველი შესაძლებლობის მიცემა, სახალისო ლაბორატორული ექსპერიმენტებზე დაკვირვებაა. ქიმიურმა ექსპერიმენტმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე. ლაბორატორული მუშაობის სპეციფიკის გაცნობით მოსწავლე შეიძენს და გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას და ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს. ისწავლის სასკოლო დონის თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების გამოყენებას. შეიძენს მიღებული ცოდნის ინტეგრირების უნარს და შეძლებს მის გამოყენებას ქიმიის მომიჯნავე დარგებში. ყოველივე დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის მეცნიერებასა ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში არჩევისათვის. პროექტი ხორციელდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-25-652 “ ფარგლებში.